Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ერთს - არა


ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია

სასამართლომ კვირას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს. ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

საქართველოს პირველი პრიზედენტის, ზვიად გამსახურიდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.

XS
SM
MD
LG