Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მიმართავს


აშშ საქართველოს მთავრობას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მორგან ორტაგუსის მიერ 23 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს: „ჩვენს ქებას იმსახურებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ბოლოდროინდელი პროგრესი და მხარს ვუჭერთ საარჩევნო რეფორმის გარშემო მიმდინარე დიალოგს მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს შორის“.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფით“.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებას.

XS
SM
MD
LG