Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მოითხოვს სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას


სირიელი დევნილები თურქეთის საზღვრისკენ მიემართებიან. იდლიბის პროვინცია, 2019 წლის 24 დეკემბერი
სირიელი დევნილები თურქეთის საზღვრისკენ მიემართებიან. იდლიბის პროვინცია, 2019 წლის 24 დეკემბერი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები იდლიბის პროვინციაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, დეკემბრის დასაწყისიდან იდლიბში დაიღუპა 65 ბავშვი, ხოლო 2019 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში 500.

გაერო კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს მიმართავს, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და შეუფერხებელი ჰუმანიტარული დახმარება. გენერალური მდივნის განცხადებით, სირიის ჩრდილო-დასავლეთს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. იდლიბის პროვინციას ტოვებს ათასობით ოჯახი, რომელიც თურქეთის საზღვრისკენ მიემართება.

ასადის მთავრობის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მხარდაჭერით, იდლიბის პროვინციაზე საავიაციო და საარტილერიო შეტევა დეკემბერში გაააქტიურეს. იდლიბი, სადაც დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ასადის მოწინააღმდეგე ძალების ბოლო ბასტიონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG