Accessibility links

logo-print logo-print

ჯანდაცვის მინისტრი: გრიპის ვირუსი ყოველ წელს და ყველა ქვეყანაშია, ჩვენც როგორმე გადავიტანთ


ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ეპიდემიური მონაცემები არ არის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. იგი ამბობს, რომ „გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს“. მინისტრის განმარტებით, ვაქცინა პანაცეა არ არის და, შესაბამისად, იგი ფიქრობს, რომ გრიპზე სავალდებულო პროფილაქტიკური ვაქცინაციის გაკეთება საჭირო არ არის.

მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანების შესახებაც:

„რა თქმა უნდა, როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს გარკვეული დაგვიანება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მიერ, თუმცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG