Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს წარმომადგენლებმა ჩხრეკვა ჩაატარეს ნავალნის ოფისში


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მოსკოვის ოფისში 26 დეკემბერს, აღსრულების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებმა ჩხრეკვა ჩაატარეს. ნიღბიანმა და ჩაფხუტიანმა მებრძოლებმა შეამტვრიეს კარები, ქაღალდი გადააკრეს სათვალთვალო კამერებს და ოფისის თანამშრომლებს კედელთან დადგომა უბრძანეს.

იუწყებიან, რომ ალექსეი ნავალნი დააკავეს და ძალით გაიყვანეს ოფისიდან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნალავნი არ დაუკავებიათ, ის ძალინთ გაიყვანეს შენობიდან, რათა წინააღმდეგობა არ გაეწია. ოფიციალურად დაკავებული არავინაა.

ალექსეი ნავალნის თანამებრძოლის, ლეონიდ ვოლკოვის სიტყვებით, შენობაში ჩრხეკვის დროს 40-მე პირი იმყოფებოდა. საგამოძიებო ქმედება, მისივე ცნობით, უკავშირდება „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წინააღმდეგ ფულის გათეთრების მუხლით დაწყებულ გამოძიებას და ასევე ფონდის უარს, წაეშალა სოციალური ქსელიდან საგამოძიებო ფილმი სახელწოდებით „იგი დემონი არ არის.“

გამოძიების დროს ფონდის თანამშრომლებს წაართვეს ნოუთბუქები და გააძევეს ოთახიდან, სადაც მხოლოდ გამომძიებლები და პოლიციელები დარჩნენ.

იუწყებიან, რომ ჩხრეკვა ჩატარდა სატელევიზო პროგრამა „ნავალნი LIVE“-ს სტუდიაშიც.

როგორც ნავალნის თანამებრძოლმა, ნიკოლაი ლიასკინმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, ამოღებულია კამერები და სხვა ტექნიკა, რომელსაც გამოძიების შემდეგ აღარ აბრუნებენ.

რუსეთის აღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ გენერალური დირექტორის, ივან ჟდანოვის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია სასმართლოს გადაწყვეტილების - ქსელიდან ფილმ „იგი დემონი არ არის“ ამოღების - შეუსრულებლობაში.

აღნიშნული საგამოძიებო ფილმი 2017 წლის მარტში გამოქვეყნდა და ეძღვნება რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს, რომელიც ალექსეი ნავალნიმ კორუფიციაში დაადანაშაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG