Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი უწოდა


„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

„როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა უნიკალურ ჯიშებს. უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, რომელიც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს“, - თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

ამავე შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი“ ქართული სუფრა და თამადობის ტრადიციააო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG