Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ერაყსა და სირიაში საავიაციო დარტყმები განახორციელა პროირანული დაჯგუფების ობიექტებზე

აშშ-ი აცხადებს, რომ ამერიკულმა ავიაციამ 29 დეკემბერს დაბომბა ერაყსა და სირიაში არსებული ხუთი ობიექტი, რომლებსაც ირანის ელიტურ „კუდსის“ ძალებთან კავშირში მყოფი შიიტური დაჯგუფება აკონტროლებდა.

პენგატონის ცნობით საუბარია „ხატა’იბ ჰიზალაჰის“ (Kata'ib Hizbollah) ორ სამიზნეზე სირიაში და სამზე - ერაყში, ამ დაჯგუფების მხრიდან „ერაყის არმიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული უწყვეტი თავდასხმების პასუხად.“

27 დეკემბერს ერთი ამერიკელი კონტრაქტორი დაიღუპა ექსტრემისტების მხრიდან ქალაქ ქირქუკის მახლობლად მდებარე ერაყის სამხედრო ბაზის სარაკეტო დაბომბვის შედეგად.

პენტაგონი ამ იერიშში სწორედ შიიტურ დაჯგუფება „ხატა’იბ ჰიზალაჰს“ ადანაშაულებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ იანვარში განაცხადა, რომ ერაყში იმყოფება 5000-ი, ხოლო სირიაში - 1000-ი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

XS
SM
MD
LG