Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“4 თვეა არ გვეძლევა უფლება ჩვენი ოჯახების მონახულების” - ახალგორიდან დევნილები


ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდების აქცია თბილისში
ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდების აქცია თბილისში

ჩვენც გვინდა საახალწლოდ ოცნებების ახდენა; 4 თვე ერთმანეთის გარეშე; არაფერს ვითხოვთ ოჯახის გარდა; იცი, რომ ეს ჩვენს ირგვლივ ხდება?! - ამ გზავნილებით ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ.

30 დეკემბერს გამართულ აქციაზე დევნილებმა ახალგორის გადასასვლელის ჩაკეტვასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართეს და თავიანთი “ტკივილის გაზიარება” სთხოვეს:

“იქ არის ბევრი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე კარგია, ისინი ვერ ახერხებენ სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების მიღებას. ამ სიტუაციას უკვე ჰყავს მსხვერპლი და მათი რიცხვი, სამწუხაროდ, გაიზრდება, თუ არ მოხდა ამ მოვლენების დასტაბილურება”, - ამბობს შალვა ქენქაძე და აგრძელებს, “ჩვენ ოჯახებთან ერთად ვერ ვახერხებთ ახალი წლის შეხვედრას”.

ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდების მანიფესტაცია თბილისში. 12 დეკემბერი, 2019.
ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდების მანიფესტაცია თბილისში. 12 დეკემბერი, 2019.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ეკატერინე ზარიძის თქმით, გამყოფი ხაზის ოკუპირებულ მხარეს დარჩენილი მოსახლეობა ამბობს, რომ ახალგორში გაუსაძლისი მდგომარეობაა და სურთ, ყოველდღიური კომუნიკაცია აღდგეს.

წაიკითხეთ: ახალგორელების პროტესტი ბიბილოვთან შეხვედრაზე

დაბა ახალგორი - რომელსაც 2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს - 4 სექტემბრიდან ჩაკეტილია. ამის გამო ადგილობრივებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდული აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG