Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პაკისტანის თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს


პაკისტანის თალიბანის „თეჰრიკ-ე-თალიბანის“ (TTP) ერთ-ერთი მეთაური, ქარი საიფულა მეჰსუდი მოკლეს ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დევნილთა ბანაკში. ამის შესახებ ცნობა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს ორმა წყარომ, პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურმა და ადგილობრივმა უხუცესებმა დაუდასტურეს.

ქარი საიფულა მეჰსუდი 28-29 დეკემბერს მოკლეს თავისსავე რეზიდენციაში, რომელიც განთავსებული იყო გულანის დევნილთა ბანაკის ტერიტორიაზე.

წყაროების ცნობით, ორი შეიარაღებული პირი რამდენიმე დღის წინ „ესტუმრა“ რეზიდენციაში „თეჰრიკ-ე-თალიბანის“ (TTP) ლიდერს, მოკლა იგი და გაიქცა.

მეჰსუდი ხოსტის პროვინციაში, გურბაზის რაიონში, 29 დეკემბერს შუადღის 3 საათზე დაკრძალეს.

ქარი სეიფულა მეჰსუდი პაკისტანის სამხრეთ ვაზირისტანიდან გაიქცა ავღანეთში 2014 წლის სამხედრო ოპერაციის შემდეგ. იგი TTP-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო ასევე კურანის თემურ რაიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG