Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი


82 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი. მის გარდაცვალებას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

წერედიანი დაიბადა აბაშის რაიონის სოფელი ქოლობანში 1937 წელს. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

დავით წერედიანმა 2012-ში წლის საუკეთესო თარგმანისთვის (იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი") აიღო პრემია „საბა".

2014 წელს მას გადაეცა „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა;

2018 წელს წერედიანმა მიიღო პრემია „საბა“ საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში (იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი-ll");

2005 წელს გამოიცა დავით წერედიანის „ანარეკლი“ – მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე; ბოლო მონაკვეთი უმთავრესად დასავლურ პოეზიას. მასში, აგრეთვე, შესულია რამდენიმე რჩეული თარგმანი;

2010 წელს გამოიცა დავით წერედიანის პოეტური კრებული „ორიონი“;

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა ვიიონის „დიდი“ და „მცირე ანდერძის“ თარგმანები.

წერედიანმა თარგმნა ძმები გრიმების ზღაპრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG