Accessibility links

site logo site logo

ინგუშეთის დედაქალაქში პოლიციელებზე თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა


ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავი თავზე აიღო პასუხისმგებლობა ინგუშეთში საგზაო პოლიციის საპატრულო სამსახურზე თავდასხმისთვის, რის შედეგაც ერთი პოლიციელი მოკლეს, ხოლო სამი დაშავდა. ამის თაობაზე იტყობინება პორტალი SITE Intelligence Group-ი“ რომლებიც ინტერნეტში ექსტრემისტული ჯგუფების ქმედებას მეთვალყურეობს. დაჯგუფებას დასტური, რომ ის იყო თავდასხმის უკან, არ წარმოუდგენია.

31 დეკემბერს რუსეთის სამხრეთის ინგუშეთის რეგიონის დედაქალაქ მაგასში ორი კაცი თავს დაესხა პოლიციელებს, მანქანით დაეტაკნენ და ერთი მოკლეს, შემდეგ კი დანებით თავს დაესხნენ პოლიციის სხვა თანამშრომლებს. საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა საქმე სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლების სიცოცხლეზე თავდასხმის მუხლით. ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლეს. ის აღმოჩნდა 18 წლის მიხაილ მიზიევი.

ინგუშეთის ლიდერმა მაჰმუდ-ალი კალუმატოვმა პოლიცია გააკრიტიკა ახალი წლის ღამეს არასათანადო უსაფრთხოების ზომების გატარებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG