2020 წლიდან თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ბორჯომს, ზუგდიდს, რუსთავსა და სიღნაღს გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 30 სახანძრო მანქანა ეყოლება.
შსს-ს ცნობით, სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია "მაგირუსის" ქარხანაში, საქართველოს რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო.
ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას უკვე გაეცნენ. ისინი გერმანელმა ინსტრუქტორებნა გადაამზადეს.
დაწერეთ კომენტარი