ასეულათასობით მგლოვიარე ადამიანი შეიკრიბა ირანის ქალაქებში, აჰვაზსა და მაშადში, რათა პატივი მიეგოთ ყასემ სოლეიმანის, ირანის „ყუდსის ძალების“ სარდლისთვის, რომელიც 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს მეზობელ ერაყში, ბაღდადში, როცა ის ავტომანქანების კოლონასთან ერთად გადაადგილდებოდა.
სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში უჩვენებდა 5 იანვრის ცერემონიას.
62 წლის სოლეიმანის ცხედარი გათენებამდე ჩაასვენეს ირანში.
სოლეიმანი იყო „ყუდსის ძალების“ მეთაური, რომელიც ორგანიზებას უწევდა უცხოეთში ირანის საიდუმლო და სამხედრო ოპერაციებს. „ყუდსის ძალები“ - ირანის მკაცრი ხაზის მიმდევარი ისლამური რევოლუციური გვარდიის ფრთა საზღვარგარეთ, ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია აშშ-ში.
სოლეიმანიზე თავდასხმამ მკვეთრად გაამწვავა ურთიერთობა აშშ-სა და ირანს შორის.
სოლეიმანის ცხედარს შემდეგ მაშადის შემდეგ თეირანში გადაასვენებენ, 7 იანვარს კი მის მშობლიურ ქალაქ ქერმანში ჩაასვენებენ და იქვე დაასაფლავებენ.