Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი უარყოფს ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გეგმას


პენტაგონი უარყოფს ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გეგმას. მანამდე ასეთი მზადების შესახებ ჟურნალისტები იტყობინებოდნენ. Reuters-ი და AFP ემყარებოდნენ ერაყში აშშ-ის ჯარების მეთაურის, გენერალ უილიამ სილის წერილს. მასში ნათქვამი იყო, რომ აშშ-მა აუწყა ერაყს ამერიკის ჯარების დისლოკაციის შეცვლის შესახებ. დოკუმენტის სანდოობა დაადასტურეს ერაყულმა წყაროებმა. მაგრამ აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმღვანელმა განაცხადა, რომ ეს იყო წერილის ცუდად ფორმულირებული შავი ვარიანტი. მანამდე ერაყმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც უცხოურ ჯარებს მოუწოდა, დატოვონ ქვეყანა. პარლამენტის გადაწყვეტილება იყო პასუხი ამერიკის ავიადარტყმაზე, რომლის შედეგადაც მოკლულ იქნა ირანის გავლენიანი გენერალი ყასემ სოლეიმანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG