Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში დააპატიმრეს ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 27 პირი


ტაჯიკეთის მასშტაბით განხორციელებული რეიდის შედეგად, პოლიციამ დაჯგუფება „მუსლიმანთა საძმოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 27 პირი დააპატიმრა. როგორც პოლიციის ანონიმმა წარმომადგენელმა აცნობა რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს, დაპატიმრებულთა შორის არიან სტუდენტები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამართალდამცველების რეიდი ერთდროულად ჩატარდა როგორც დედაქალაქ დუშანბეში, ისე ტაჯიკეთის მაღალმთიან რეგიონებში ხატლონსა და სუგდში.

დაკავებულებისათვის საბოლოო ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ, ვინაიდან ჯერჯერობით ტარდება აუცილებელი საგამოძიებო ქმედებები.

სუნიტური დაჯგუფება „მუსლიმანთა საძმო“ 1928 წელს გვიპტეში დაარსა ისლამის მკვლევარმა ჰასან ალ-ბანამ. ორგანიზაციას მრავალი მიმდევარი ჰყავს სხვადასხვა ისლამისტურ დაჯგუფებასა და პარტიაში, მიუხედავად მათი ოფიციალური დასახელებისა.

ტაჯიკეთში „მუსლიმანთა საძმოს“, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაციის,საქმიანობა ოფიციალურად 2006 წლიდან აიკრძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG