როგორც იტყობინებიან, აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ, მათი აზრით, უკრაინული ავიალაინერი, რომელმაც ირანში განიცადა კატასტროფა, ირანის რაკეტით იქნა ჩამოგდებული.
8 იანვარს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 737-800 ირანის დედაქალაქ თეირანში ჩამოვარდა აფრენიდან ცოტა ხანში.
ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე თეირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზაზე, რომელშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ.
აშშ-ის ანონიმმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ, როგორც სატელიტური, სარადარო და ელექტრონული მონაცემები მეტყველებს, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეცდომით ჩამოაგდეს უკრაინული თვითმფრინავი.
პენტაგონს კომენტარი არ გაუკეთებია.
დაწერეთ კომენტარი