Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ანას ბაღთან" დაკავებული 8 პირი თავისუფალია


რადიო თავისუფლებას ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ გამართული აქციის მონაწილემ გიორგი ფხალაძემ უთხრა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი და კიდევ სამი დაკავებულის პროცესი 15 იანვრამდე გადადო. ისინი ამჟამად გათავისუფლებულები არიან.

აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა აქციაზე დაკავებული 4 პირი.

10 იანვაარს გამართულ ააქციაზე შსს-მ სულ 10 ადამიანი დააკავა.

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ სამშენებლო ტექნიკა 9 იანვარს, დილიდან გამოჩნდა. კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკის გამოჩენას, ხმაური და მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ისინი ბაღის მიმდებარედ ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG