Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ზავი გამოცხადდა სამთავრობო ჯარებსა და გენერალ ხალიფა ჰაფტარის არმიას შორის


წუხელ ღამით ლიბიაში ზავი გამოცხადდა სამთავრობო ჯარებსა და გენერალ ხალიფა ჰაფტარის არმიას შორის. მაგრამ საზავო რეჟიმის ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს შეთანხმების დარღვევებში.

ლიბიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. კონფლიქტის მთავარი მხარეები არიან საერთაშორისო აღიარების მქონე ფაიზ სარაჯის ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ტრიპოლიში იმყოფება, და აბდულა აბდურაჰმან ალ-ტანის დროებითი კაბინეტი, რომელსაც ტობრუკში უდევს ბინა და გენერალი ჰაფტარი უჭერს მხარს.

12 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ხალიჰა ჰაფტარი თავიდან უარს აცხადებდა დაზავებაზე, მაგრამ შემდეგ მიიღო პირობები.

მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ჰაფტარის არმია რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მეამბოხე გენერლის მხარეს იბრძვის ორი ათასზე მეტი დაქირავებული მეომარი რუსეთის „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან“, რომელსაც ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ლაპარაკია ასევე დაქირავებულ მებრძოლებზე სუდანიდან. მოსკოვი ყოველივე ამას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG