Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარი მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ლოკალიზებულია


ხანძარი მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, არავინ დაშავებულა.

ხანძარმა მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი მოიცვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ქარის გამო ხანძრის გავრცელების რეალური საფრთხე არსებობდა, თუმცა მისი დროული ლოკალიზება მოხერხდა. ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG