Accessibility links

ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია


თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე, # 3-ში სამშენებლო მასალის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია, თუმცა არსებობდა ცეცხლის ბაზრობის გვერდით მდებარე ბენზინ-გასამართ სადგურებზე გავრცელების საფრთხე.

დამწვარია 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG