Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აღადგენს რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შეკავების სტრატეგიას


ყასემ სოლეიმანის - ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი ლიდერის - ლიკვიდაცია ნაწილია შეკავების უფრო ფართო სტრატეგიისა, რომელსაც აშშ ახორციელებს. ამ სტრატეგიის ობიექტები ასევე არიან რუსეთი და ჩინეთი, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

„მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არა მარტო მოგვეპოვება იმის შესაძლებლობები, რომ მისი მოქმედებებისთვის ფასის გადახდა მოვთხოვოთ, არამედ მართლა მზად ვართ ამის გასაკეთებლად“, - აღნიშნა პომპეომ. მან ახსენა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება, მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლა და ამერიკის ახალი იარაღის გამოცდა - როგორც რუსეთის მიმართ სტრატეგიის ნაწილი.

აშშ-მა ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გააფართოვა სამხედრო-საზღვაო მანევრების მასშტაბები პასუხად ჩინეთის მიერ იმ კუნძულების მილიტარიზაციაზე, რომლებზე კუთვნილებაზეც სხვადასხვა ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას. „ჩვენ აღვადგენთ შეკავების ცნების მნიშვნელობას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

XS
SM
MD
LG