Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: მოქალაქემ იარაღის მუქარით ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და პირის მძევლად აყვანა.

საქართველოს მოქალაქე გ.ი-მ სასაზღვრო ზონაში ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინცინდენტის განმავლობაში მან რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია და გამოძიება მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG