Accessibility links

logo-print logo-print

ამერიკელი კინორეჟისორი სპაიკ ლი 2020 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს


სპაიკ ლი (მარცხნივ) და მსახიობი მაჰერშალა ალი ოსკარებით დაჯილდოებაზე. 2019 წ. 24 თებერვალი.

ამერიკელი კინორეჟისორი სპაიკ ლი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ფესტივალის საიტი იტყობინება.

ლის თქმით, ის ერთდროულად შოკირებულიც იყო, ბედნიერიც, განცვიფრებულიც და ამაყიც, როცა ჟიურის თავმჯდომარეობა შესთავაზეს. „კანის კინოფესტივალმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს კინოკარიერაზე. იოლად შეიძლება ითქვას, რომ კანმა შეცვალა იმის ტრაექტორია, რადაც ვიქეცი მსოფლიო კინოში“, - განაცხადა 62 წლის რეჟისორმა. ლი პირველი შავკანიანია, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურის ჩაუდგება სათავეში. 73-ე ფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს გაიმართება.

კანში სხვადასხვა დროს აჩვენეს სპაიკ ლის მიერ გადაღებული შვიდი ფილმი. 2018 წელს მისმა ფილმმა „შავმა კლანელმა“ ფესტივალის გრან პრი მოიპოვა. თავის ფილმებში სპაიკ ლი ეხება რასობრივი დისკრიმინაციის, სიღატაკისა და რასობრივი ურთიერთობების თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG