Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯერჯერობით  5 კანდიდატია წარდგენილი


საპროკურორო საბჭოს,14 იანვრის მონაცემებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 5 კანდიდატურა წარედგინა. გენერალური პროკურატურის თანახმად, ეს კანდიდატები არიან:

  • გრიგოლ გაგნიძე - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი
  • რაულ გამისონია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი.
  • სოფიო შენგელია - „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი.
  • პაატა გაბელია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი.
  • ფიქრია ზირაქაშვილი - შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი.

პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება, რის შემდეგაც საბჭო სამს შეარჩევს. საბჭოს მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს.

საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული 3 კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა 2019 წლის 12 დეკემბერს,როდესაც საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG