Accessibility links

logo-print logo-print

პოლიციამ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა


ანრი ოხანაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაბა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ პირს შორის ინცინდენტი მოხდა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მოქალაქე დეპუტატს სიტყვიერად დაემუქრა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

პირი დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, გამოძიება ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას.

ტელეკომპანია „რუსთავი2“ - თან კომენტარში ანრი ოხანაშვილმა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი უარყო:

"ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო," - უთხრა ანრი ოხანაშვილმა "რუსთავი2"-ს .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG