Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია: ომბუდსმენის წარმომადგენლებისა და პატიმრების შეხვედრის ვიდეოს კანონიერება საეჭვოა


სახალხო დამცველს აინტერესებს რამდენად კანონიერი იყო აპარატის თანამშრომლების პატიმრებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეოს მოპოვება და შენახვა.

“რის საფუძველზე მოხდა ამ ინფორმაციის დაარქივება და შენახვა, იმიტომ რომ, როგორც წესი, როდესაც გვჭირდება ვიდეომასალები, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის თუ სხვა ფაქტების გამოძიებისთვის, აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ არის შენახული, ან არის წაშლილი ან არ არის დაარქივებული. თუმცა აღმოჩნდა, რომ ზაფხულის შემდგ იუსტიციის სამინისტრო ინახავს კადრებს. გვეცოდინება, ქალბატონო თეა, რომ თქვენ თვეების განმავლობაში ინახავთ ინფორმაციას და სახალხო დამცველი აუცილებლად გამოითხოვს, რის საფუძველზე არის ის დაარქივებული და რამდენად კანონიერი იყო მისი მოპოვება და შენახვა”, - ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების პატიმრებთან შეხვედრის ვიდეოები იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აჩვენა. კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.

ვიდეოზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი აღნიშნულია წითელი ისრით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG