Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია: ჩემი ვალია ადამიანების დაცვა თანამდებობის პირებისგან


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობს და ამბობს, რომ ომბუდსმენის ფუნქცია მოქალაქეების დაცვაა გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან.

"ჩემი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ, ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ", - ამბობს ლომჯარია.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა და უთხრა, რომ ის არ არის ბიძინა ივანიშვილის, თავად წულუკიანის, დეპუტატების, მინისტრებისა თუ პოლიციელების ომბუდსმენი.

21 იანვარს, პარლამენტში ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG