Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დეპუტატი აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად


პიოტრ ტოლსტოი
პიოტრ ტოლსტოი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე, პიოტრ ტოლსტოი, 28 იანვარს არჩეულ იქნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის ვიცე-სპიკერად.

პიოტრ ტოლსტოის ასარჩევად საჭირო გახდა კენჭისყრის განმეორებით ჩატარება. რუს დეპუტატს ამ პოსტზე ასარჩევად მხარი დაუჭირა 132 დეპუტატმა, 117 - წინააღმდეგი იყო.

ამგვარად ტოლსტოი ასამბლეის მე-19 ვიცე-სპიკერი გახდა. დანარჩენი18-ვიცე-სპიკერი დაამტკიცეს კენჭისყრის გარეშე.

რუსეთის დელეგაცია, რომელსაც ხმის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდა გასულ წელს.

ამჟამინდელ სესიაზე კვლავ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება, მაგრამ მონიტორინგის კომიტეტმა კენჭისყრით დაადასტურა რუსეთის უფლებამოსილება.

პიოტრ ტოლსტოი რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ წარმომადგენლია და მტკიცედ უჭერს მხარს კრემლის საგარეო კურსს, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG