Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ათლეტური პატიოსნების კავშირი“: რუსეთი გაირიცხოს მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაციიდან


„ათლეტური პატიოსნების კავშირმა“ (AIU) 29 იანვარს World Athletics-ს, მძლეოსნობის მსოფლიო ორგანოს, მოუწოდა, რომ მსოფლიო ფედერაციიდან გარიცხოს რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია დოპინგის გამოყენების შემთხვევებისა და მათი დამალვისთვის.

დამოუკიდებელმა სპორტულმა სამეთვალყურეო ორგანომ განაცხადა, რომ გარდა ამისა რუსეთმა გამოავლინა წლების განმავლობაში დოპინგთან დაკავშირებული დარღვევების თაობაზე „სინანულის სრული დეფიციტი“.

AIU დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქვამს რეკომენდაციებს, რომ რუსეთის მიმართ „განხილულ იქნეს რაც შეიძლება მკაცრი ზომები“, მათ შორის „რუსეთის ფედერაციის გარიცხვა მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაციიდან“.

რეკომენდაციები გაკეთდა მას შემდეგ, რაც AIU-მ განიხილა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის რეაქცია მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე ანტისადოპინგო წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG