Accessibility links

logo-print logo-print

გახარია: ვიქნებით აქტიურები და ობიექტურები იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ჟრიამულს ვტეხავთ


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევ აცხადებს, რომ ხელისუფლებას მწვავე შეკითხვების არასდროს შეშინებია და ყოველთვის მზად იყო ამ შეკითხვებზე შესაბამისი პასუხების გასაცემად.

ამჯერად, გიორგი გახარიამ ეს კომენტარი გააკეთა გავლენიანი ამერიკელი სენატორების, ჯეიმს რიშის და ჯინ შაჰინისგან კრიტიკული და გაფრთხილების შემცველი წერილის მიღების გამო.

„არ დავიწყებ გარჩევას, სხვადასხვა წერილები იყო, სხვადასხვა აქცენტებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ გუშინ საქართველოში ჩამობრძანდა აშშ-ის ახალი ელჩი. უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად, ობიექტურებიც, ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ეხლა ამ ჟრიამულს ვტეხავთ. ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე“, - უთხრა მედიას გიორგი გახარიამ. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG