Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსის ნიშნებით გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე მოათავსეს


თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს გუდაურიდან ჩამოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქე. მათგან ორ მცირეწლოვან ბავშვს ტემპერატურა აქვს მომატებული.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ 21 იანვარს და ისინი გუდაურში იმყოფებოდნენ.

„არსებული რეკომენდაციის მიხედვით, ვინაიდან მათ [ბავშვებს] აღენიშნებათ ტემპერატირის მომატება და არიან ჩამოსული ჩინეთიდან, ეს ბავშვები მიჩნეული არიან კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად მათ მოათავსებენ ბოქსირებულ განყოფილებაში. მათ ჩაუტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

წინასწრი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ ბავშვებს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ ექნებათ, თუმცა „დადასტურების შემთხვევაში ისინი კლინიკაში დარჩებიან მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით ახალი კორონავირუსის გამორიცხვის შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ მკურნალობა მწვავე რესპირატორულ ინფექციაზე და გამოჯანმრთელების შემდეგ გაეწერებინ კლინიკიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG