Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის და ამავე არხის თანადამფუძლებლის გიორგი რურუას ადვოკატის ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის პირველი ნაწილით.

მუხლის ეს ნაწილი მოიცავს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

30 იანვარს საქალაქო სასამართლოში, სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან შესვენებისას დარბაზიდან იყო გამოსული, რა დროსაც მას, როგორც თავად ამბობს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სახეში ჩაარტყა.

პოლიციამ ინციდენტის შემდეგ სამი პირი გამოსაკითხად გადაიყვანა. შსს-ში არ აკონკრეტებენ დასრულდა თუ არა მათი გამოკითხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG