Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა “შეცვალეს” წევრები აცხადებენ, რომ ჩხოროწყუში სცემეს მათ სამ წევრს


მოძრაობა “შეცვალეს” წევრები აცხადებენ, რომ ჩხოროწყუში სცემეს მათ სამ წევრს, ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიას და ნუკრი ცქვიტიშვილს.

მოძრაობის წევრები ჩხოროწყუს პოლიციასთან იმყოფებიან და გამოძიების მოთხოვნით განცხადება შეაქვთ. ისინი ირწმუნებიან, რომ ინციდენტი უკავშირდება დღეს იზორიების წინააღმდეგ გამართულ აქციას, რადგან აქციის შემდეგ მათ რამდენიმე პირი თავს დაესხა, როცა ისინი ავტომობილში იმყოფებოდნენ.

"დღეს ჩვენ ვამხილეთ იზორიების კლანი, რომლებიც ჩხოროწყუში ყველაფრის ბატონ- პატრონები არიან. მხილება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, როგორ ჩანს... ეს ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც მანქანაში ვიმყოფებოდით, როდესაც ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ძმა ნუკრი გოგუა, მანქანის კარი გამოაღო და ფეხი ჩამარტყა სახეში. ეს პირდაპირ არის პოლიტიკური თავდასხმა ჩემზე. ეს ადამიანი არის რიგითი შემსრულებელი და მე მაინც მგონია, მისი დასჯა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უნდა დაისაჯოს ის კრიმინალური კლანი, რომელიც იზორიებმა ჩამოაყალიბეს", - ამბობს ოთარ შენგელია.

შენგელიამ აღნიშნავ, რომ ორი პოლიციელი ცემას თვალს შორიდან ადევნებდა და რეაგირება არ მოუხდენიათ მანამდე, სანამ ის ბოლომდე არ სცემეს.

მასთან ერთად იმყოფება ასევე „შეცვალეს“ წევრი ირაკლი ნაჭყებია, რომელიც ირწმუნება, რომ ასევე მანქანაში იმყოფებოდა ინციდენტისას და მასაც და ამავე მოძრაობის კიდევ ერთ წარმომადგენელ ნუკრი ცქიტიშვილსაც მოხვდათ ხელი სახეში.

მოძრაობის წევრებმა პოლიციასთან დატოვეს წარწერა - "იზორიების კანტორა", "შეცვალე ჩხოროწყუდან ", პარლამენტარის ბიუროს კედელზე კი - "მონა", "იზორიების კლანი".

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი.

ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

XS
SM
MD
LG