Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: საფრანგეთში მოკლეს კადიროვის მიმართ კრიტიკით გამორჩეული ჩეჩენი ბლოგერი


სააგენტო ფრანს-პრესი გამოძიებასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 44 წლის ბლოგერი 30 იანვარს ნახეს მკვდარი ჩრდილოეთის ქალაქ ლილის სასტუმროში.
სააგენტო ფრანს-პრესი გამოძიებასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 44 წლის ბლოგერი 30 იანვარს ნახეს მკვდარი ჩრდილოეთის ქალაქ ლილის სასტუმროში.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით მოკლული ნახეს იმრან ალიევი, ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც გამოირჩეოდა რეგიონის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკით.

სააგენტო ფრანს-პრესი გამოძიებასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 44 წლის ბლოგერი, რომელიც ბელგიაში ცხოვრობდა და რომელსაც ინტერნეტში "მანსურ სტარის" ანუ მოხუცი მანსურის სახელით იცნობდნენ, 30 იანვარს ნახეს მკვდარი ჩრდილოეთის ქალაქ ლილის სასტუმროში. ამავე წყაროს ცნობით, ალიევი ბელგიაში ერთი დღით ადრე ჩავიდა სხვა კაცთან ერთად, რომელიც "სავარაუდოდ, იმავე ეროვნების იყო".

ლილის პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით არავინაა დაკავებული, - იუწყება ფრანს-პრესი. პროკურატურა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპაში კლავენ კადიროვის კრიტიკოსს. გასული წლის აგვისტოში ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა,

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG