Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა შეუფარდა პირს, რომელიც შვილებზე ძალადობდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც, ბრალდების თანახმად, არასრულწლოვანი შვილების მიმართ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა.

პროკურატურის მიხედვით, მსჯავრდებული მ.ა. ერაყის მოქალაქეა და იგი საქართველოში არასრულწლოვან ქალიშვილებთან ერთად 2013 წლიდან ცხოვრობს.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.ა. 2018 წლიდან ქალიშვილებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აიძულებდა ემუშავათ და აღებული ხელფასი სრულად გადაეცათ მისთვის.

სკოლის მოსწავლე ბ.ა. მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის, უძილობისა და დაღლილობის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც 2018 წლის ზამთარში, სამსახურში ყოფნის დროს ხელზე სისხლძარღვები გადაიჭრა.


2018 წლის ზაფხულში ბ.ა-მ მამას უთხრა, რომ რესტორანში მუშაობა აღარ შეეძლო გადატვირთული გრაფიკის გამო და სურდა თავი დაენებებინა სამსახურისთვის. პასუხად, მ.ა-მ შვილს მაჯაზე წვერის საპარსი გაუსვა.


2018 წლის სექტემბერში მ.ა-მ თავის ქალიშვილს, ნ.ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონა მკურნალობის მიზნით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.


სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის მაისიდან მ.ა. აიძულებდა არასრულწლოვან შვილებს, დამორჩილებოდნენ და მათზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, უარის თქმის შემთხვევაში კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.


სამართალდამცველებმა მ.ა. 2019 წლის 1 მაისს ქ. თბილისში დააკავეს. მას სასამართლომ თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG