Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პროკურორები ჟურნალისტ გოლუნოვს ბოდიშს უხდიან უკანონო დევნის გამო


მოსკოვის დასავლეთის რაიონულმა პროკურატურამ უკანონო დევნის გამო ბოდიში მოუხადა რუს გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს, საქმეში, რომელმაც სამარცხვინოდ წარმოაჩინა საქალაქო პოლიციის დეპარტამენტი.

"მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული რაიონის პროკურორის ოფისმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვს გაუგზავნა ოფიციალური ბოდიში, მის არასწორ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით", - იუწყება პროკურატურა 5 თებერვალს.

37 წლის გოლუნოვი, რომელიც ლატვიაში დაფუძნებულ ინტერნეტგამოცემა Meduza-სთვის მუშაობს, გასული წლის ივნისში დააპატიმრეს მოსკოვში, უკანონო ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით მას ბრალდებები მოუხსნეს და გასულ კვირაში დააპატიმრეს პოლიციელები, რომლებიც გოლუნოვის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

იანვრის ბოლოს გოლუნოვმა ახალი გენერალური პროკურორის, იგორ კრასნოვის სახელზე შეიტანა საჩივარი, რომელშიც ამბობდა, რომ მისთვის არავის მოუხდია ბოდიში უკანონო დევნის გამო. გოლუნოვის ადვოკატი, სერგეი ბადამშინი, 4 თებერვალს ამბობდა, რომ გენერალური პროკურორის ოფისი უარს აცხადებდა პირდაპირ გოლუნოვისთვის ბოდიშის მოხდაზე და ამის ნაცვლად უფრო დაბალ უწყებას ავალებდა მობოდიშებას. სააგენტო ინტერფაქსი 5 თებერვალს ავრცელებს გოლუნოვის სიტყვებს, რომ მას ბოდიში ჯერჯერობით არ მიუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG