Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერდიუკოვის ოჯახი 1 მილიარდი რუბლის ქონებას ფლობს


რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი (მარჯვნივ) ყოფილ პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევსა (მარცხნივ) და მოსკოვის ოლქის ყოფილ გუბერნატორ სერგეი შოიგუსთან ერთად. 2012 წ. 26 ივნისი.
რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი (მარჯვნივ) ყოფილ პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევსა (მარცხნივ) და მოსკოვის ოლქის ყოფილ გუბერნატორ სერგეი შოიგუსთან ერთად. 2012 წ. 26 ივნისი.

რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვის ოჯახი ფლობს უძრავ ქონებას, რომლის საბაზრო ფასი ერთ მილიარდ რუბლს აჭარბებს (16 მლნ დოლარი). ორი ობიექტი მდებარეობს მოსკოვის ოლქში და რეგისტრირებულია კვიპროსის ოფშორულ კომპანიაზე, რომელსაც სერდიუკოვს უკავშირებენ.

ამის შესახებ იტყობინება გამოცემა „პროექტი“. უძრავი ქონების რეესტრის თანხმად, ნაკვეთები ოფშორული ფირმისგან იქნა შეძენილი 2008 წელს, თითქმის ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც სერდიუკოვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

2012 წელს სერდიუკოვი თანამდებობიდან მოხსნეს თავდაცვის სამინისტროში მასშტაბური გაფლანგვის თაობაზე გამოძიების პროცესში. 2014 წელს ის ამნისტირებულ იქნა, როგორც საქართველოში 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის მონაწილე. ამჟამად სერდიუკოვი სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ერთ-ერთი მაღალი რანგის მენეჯერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG