Accessibility links

site logo site logo

გაერო: 1 დეკემბრის შემდეგ იდლიბის პროვინცია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა


გასული წლის 1 დეკემბრის შემდეგ ჩრდილო-დასავლეთ სირიის პროვინცია იდლიბი ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაერო იტყობინება. ორგანიზაციის ცნობით, დევნილთა 80% ქალები და ბავშვები არიან.

6 თებერვალს გაეროში დაგეგმილია ბრიფინგი იდლიბში შექმნილი ვითარების შესახებ. ღონისძიების გამართვა აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მოითხოვეს.

2018 წლის შემოდგომიდან იდლიბში მოქმედებს დემილიტარიზებული ზონა, რომელიც თურქეთისა და რუსეთის მხარდაჭერით შეიქმნა. ამასთან, რეგიონში რჩებიან სირიის ოპოზიციის ჯარები. რუსეთის დახმარებით მათ წინააღმდეგ იერიშს აწარმოებენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები. ოპოზიციის ჯარებს თურქეთი ეხმარება.

3 თებერვალს რეგიონში დაიღუპა ხუთი სამხედრო მოსამსახურე და სამი სამოქალაქო პირი. ანკარამ თავისი სამხედროების სიკვდილში დამასკი დაადანაშაულა და დარტყმები განახორციელა სირიის არმიის პოზიციების წინააღმდეგ. ანკარის თანახმად, თუკი სირიის ჯარები თურქეთის სამეთვალყურეო პუნქტებს მიუახლოვდებიან, მათ მტრებად განიხილავენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ცეცხლში მოყვნენ, ვინაიდან თავიანთი გადაადგილების შესახებ არ განუცხადებიათ. თურქეთი ამას უარყოფს.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ადანაშაულებენ რუსეთს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებში. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს იდლიბში უმისამართო დაბომბვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG