Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა გაამართლა პრეზიდენტი ტრამპი მისი იმპიჩმენტის თაობაზე გამართულ კენჭისყრაში


აშშ-ის სენატმა გაამართლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი იმპიჩმენტის თაობაზე გამართულ კენჭისყრაში.

მანამდე კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ორი მუხლით: უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის.

სენატში გამართულ კენჭისყრაში პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით 52-მა სენატორმა პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო, 48-მ - დამნაშავედ.

მეორე ბრალდების თაობაზე კენჭისყრაში პრეზიდენტი უდანაშაულოდ მიიჩნია 53-მა სენატორმა, დამნაშავედ - 47-მა.

ორივე ბრალდება დაკავშირებულია ტრამპის მცდელობასთან, უკრაინის ხელისუფლებას გამოძიება ჩაეტარებინა მისი პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ დემოკრატები, ტრამპი იმუქრებოდა, სამხედრო დახმარება შეეჩერებინა კიევისთვის.

იმისთვის, რომ ტრამპი თანამდებობიდან გადაეყენებინათ, საჭირო იყო 100 სენატორის ორი მესამედის მხარდაჭერა. ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას სენატში უმრავლესობა აქვს.

XS
SM
MD
LG