Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მოელის, რომ რუსეთი შეაჩერებს სირიის სამთავრობო ჯარების იერიშს იდლიბზე


მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი მოელის, რომ რუსეთის ჩარევით შეწყდება სირიის სამთავრობო ჯარების იერიში იდლიბის პროვინციაში, სადაც 3 თებერვლას 7 თურქი სამხედრო დამკვირვებელი დაიღუპა. ამის შესახებ 6 თებერვალს ბაქოში განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.


სირიის იდლიბის პროვინციაში, სადაც მეამობoხეები კვლავ ინარჩუნებენ კონტროლს, სიტუაცია იანვრის ბოლოს უკიდურესად დაიძაბა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებს მეამბოხეებს, რომლებმაც, მოსკოვის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1000-ზე მეტი იერიში განახორციელეს. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ 6 თებერვალს განაცხადა, რომ ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად იდლიბში „რუსი და თურქი სამხედრო სპეციალისტები დაიღუპნენ“.

თურქეთის პრეზიდენტი დაემუქრა სირიის ხელისუფლებას, რომ თურქეთი ძალის გამოყენებით უკუაგდებს სირიის არმიას, თუ თვის ბოლომდე სირიის არმია არ დატოვებს ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე მყოფ პროვინციას.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, 6 თებერვალს ბაქოში განაცხადა, რომ საჭიროა თურქეთმა და რუსეთმა ერთობლივად იმუშაონ იდლიბის პრობლემის მოსაგვარებლად.

ბაქოში მყოფმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყების დელეგაცია აპირებს იდლიბის საკითხზე თურქეთში ჩასვლას და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, რომ გაიმართოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG