Accessibility links

site logo site logo

პრაღაში აპირებენ ბორის ნემცოვის სახელი მიანიჭონ ერთ-ერთ სკვერს


ბორის ნემცოვი

ჩეხეთის დედაქალაქის საბჭოში აპირებენ ერთ-ერთი სკვერისთვის რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელის მინიჭებას. საუბარია სკვერზე, სახელწოდებით „პოდ კაშტანი“, რომელიც რუსეთის ფედერაციის საელჩოს მახლობლად მდებარეობს.

ჩეხეთის მედიის ცნობით, პრაღის საბჭოში შემავალი დეპუტატების უმრავლესობა ემხრობა ასეთ ცვლილებას.

2018 წლის თებერვალში ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ ოფიციალურად გაიხსნა ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი, რასაც რუსეთის პროტესტი მოჰყვა.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მკვლელობისთვის დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ხუთ მამაკაცს ჩეჩნეთიდან, მაგრამ ნემცოვის ნათესავები და მხარდამჭერები თვლიან, რომ მკვლელობის შემკვეთები არ დასჯილან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG