Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო მოკლეს


ავღანეთის უშიშროების ძალები ნანგარჰარის პროვინციის შერზადის რაიონში, 2019 წლის დეკემბერი

ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში ორი ამერიკელი სამხედრო მოკლა და ექვსი დაჭრა პირმა, რომელსაც ავღანეთის სახელმწიფო არმიის უნიფორმა ეცვა.

ამის თაობაზე განცხადება გააკეთა 9 თებერვალს ავღანეთში აშშ-ის არმიის წარმომადგენლმა, სონი ლეგეტმა. მისი თქმით, ინციდენტი მოხდა მას მერე, რაც აშშ-ის და ავღანეთის ჯარისკაცები ბრუნდებოდნენ ოპერაციიდან სახელწოდებით, „საკვანძო ლიდერების ჩართულობა“, რომლის დროსაც აშშ-ის ძალები გარკვეული არეალებში ხვდებიან მნიშვნელოვან პირებს.

ინფორმაციის შეგროვება გრძელდება და მიზეზი ან მოიტივი თავდასხმისა ჯერ გასარკვევია, თქვა ლეგეტმა.

ნანგარჰარის პროვინციის მმართველმა, შაჰ მაჰმუდ მიახელმა უფრო ადრე რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამი ავღანელი სამხედრო დაშავდა თავდასხმისას, რომელიც განახორციელა ავღანეთის არმიის უნიფორმიანმა პირმა.

მისი თქმით, თავდამსხმელი მოკლეს და მოტივი თავდასხმისა უცნობია. პროვინციის საბჭოს წევრმა აჯმალ ომერმა AP-ს უთხრა, რომ თავდამსხმელი მოკლულია, და რომ ინციდენტი მოხდა პროვინციის შერზადის რაიონში.

8 თებერვალს ნიუ-იორკ ტაიმსი იტყობინებოდა ავღანეთის ორი ოფიციალური პირის ნათქვამზე დაყრდნობით, რომ სულ მცირე ხუთი ამერიკელი სამხედრო და ექვსი ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს. გაზეთი, აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, წერდა, რომ მსხვერპლს შორისაა ექვსი ამერიკელი სამხედრო, მათ შორის - მოკლულები, მაგრამ არ აზუსტებდა დახოცილთა რაოდენობას.

თალიბანი და ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ნანგარჰარის პროვინციაში გააქტიურებული არიან. ინციდენტის ფონია ვაშინგტონის მცდელობა, დაასრულოს 18 წლიანი ომი ავღანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG