Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით დახოცილთა რიცხვმა 2002-03 წლებში SARS-ის ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობას გადააჭარბა


პოლიციელი პეკინში

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მიაღწია 800-ს და გადააჭარბა 2002-2003 წლებში SARS-ის ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობას. თუმცა ბოლო დღეს ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეპიდემიის უმაღლესმა წერტილმა გადაიარა.

ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის კომისიამ 9 თებერვალს განაცხადა, რომ ცენტრალურ ჰუბეის პროვინციაში სიკვდილის ახალი 89 შემთხვევა აღირიცხა 8 თებერვალს, რითაც ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 811-ს მიაღწია მთელ ქვეყანაში.

2002-2003 წლებში SARS-ის ვირუსით დაავადებულთაგან, 774 გარდაიცვალა. მთელ მსოფლიოში SARS-ის ვირუსი დაინფიცირდა რვა ათას ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 800 იყო. მაშინ ამ ვირუსის გავრცელებას ეგზოტიკური ხორცის ჭამას უკავშირებდნენ.

კორონავირუსი ვირუსების იმავე ოჯახს ეკუთვნის.

ამ ეტაპზე უჰანსა და მთელ რეგიონში, ჰუბეიში, ვირუსით ახლად დაავადებულთა რიცხვი შემცირდა. მსოფლიოში დაავადებულთა რიცხვი 9 თებერვალს, სულ, 37 549-ია, იტყობინება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი. ვირუსი გავრცელდა ოცამდე ქვეყანაში, მაგრამ ჩინეთს გარეთ მხოლოდ ორი სასიკვდილო შემთხვევა აღირიცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG