Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა


„ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ [„ლეიბორისტული პარტიის“] ოფისში ვიკრიბებით და ვართ საქართველოს ოპოზიცია, სრულიად პოლიტიკური სპექტრი, არ დაგვრჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან“, - თქვა ოპოზიციური პარტიების სახელით „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ოპოზიცია გადადის სახალხო დაუმორჩლებლობის მომზადებაზე.

„ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო, სადაც არ იქნებიან მის მიერ დაქირავებული, ყალბდიპლომიანი იურისტები და მოსამართლეები. ვიწყებთ კონსულტაციებს და მზადებას დიდი სახალხო ქუჩის ტალღის აგორებაზე მთელ საქართველოში“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა სასამართლოს განაჩენი ამ სიტყვებით შეაფასა: „პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები. მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი ბატონი გიგი უგულავა. ის ახლა ემზადება რეჟიმის ციხეში წასასვლელად. ეს არის მთელ ქვეყანაზე, საზოგადოებაზე, დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება, პირდაპირი გაგებით“.

უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG