Accessibility links

site logo site logo

რუდენკო: რუსეთი ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას ყველა ფაქტორის შეფასებით გადაწყვეტს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო

მოსკოვს აშფოთებს ქართული ოპოზიციის მოწოდებები, არ დაუშვან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში, თბილისში უნდა ჩატარდეს - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. მისი თქმით, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა დონეზე იქნება რუსეთი სხდომაზე წარმოდგენილი.

„რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ გვაშფოთებდეს პროვოკაციული გამონათქვამები, მაგრამ უმეტესწილად ორიენტირებული ვართ თბილისის ოფიციალურ პოზიციაზე. ჩვენი ამოსავალია, რომ ევროპის საბჭოს ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. იმედია, რომ ასე მოიქცევა საქართველოს ხელისუფლებაც“, - განაცხადა რუდენკომ.

საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ. სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG