Accessibility links

site logo site logo

მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილის დროს პროდასავლური ვექტორის შერყევაზე არასდროს იყო ეჭვი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დასავლური კურსის თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ადარებს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობას.

„სააკაშვილის დროს დემოკრატიის კლება იყო, მაგრამ პროდასავლური ვექტორის შერყევაზე არასდროს იყო ეჭვი. არც ედუარდის დროს იყო ეს პრობლემა. არ იყო პროდასავლური ვექტორის შერყევაზე ეჭვი ამ ქვეყანაში. დღეს თუ ეს ასე გაგრძელდა, როდესაც დასავლეთი ზურგს გვაქცევს, სხვანაირად აღარ ლაგდება. ირყევა დასავლური ორიენტაციის ვექტორი“, - აღნიშნავს მარგველაშვილი „ტვ პირველის" ეთერში და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ეხმიანება, - „ამ ფონზე, თურმე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან მთელი ამერიკის კონგრესის ორივე პალატა და ორივე მიმართულება - „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG