Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში 44 ათასი აბონენტი ბუნებივი აირის გარეშე დარჩა


ბუნებრივი აირი არ მიეწოდება „სოკარ ჯორჯია გაზის“ ქუთაისის აბონენტების 60%-ს. კომპანიის იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი, დავით ჯაიანი განმარტავს, რომ დაზიანება ქვიტირის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.

„სოკარ ჯორჯიას“ იმერეთის რეგიონული ოფისის დირექტორი ავარიის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დაბალ ტემპერატურას ასახელებს.

„ავარიის ადგილზე აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. პირველ რიგში, დავიწყებთ სტრატეგიული ობიექტების ბუნებრივი აირით მომარაგებას. მათ შორის, პურის საცხობებს, საავადმყოფოებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად აღდგენას 2 დღე დასჭირდება“, - ამბობს დავით ჯაიანი.

ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრს. სამედიცინო დაწესებულება გათბობის ალტერნატიულ გზებს ეძებს.

„სამი საქვაბე გვაქვს, ერთს დიზელის საწვავზე ვრთავთ, რომ უზრუნველვყოთ დედათა და ბავშვთა განყოფილების გათბობა. თბილისიდან „ევექსის“ სათაო ოფისიდან დენის გამათბობლები და ელექტროლეიბები ჩამოგვივა დღის ბოლომდე. „სოკარ გაზი“ გვპირდება, რომ ბუნებრივ აირს ხვალამდე ჩართავენ“, - ამბობს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ანჟელა ორჯონიკიძე.

XS
SM
MD
LG