Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი: საქართველოში წარსული ხდება მტკივნეული აწმყო


ესპანელი ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი ძლიერ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და ტვიტერით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს.

„მეტად შეშფოთებული ვარ საქართველოში პოლიტიკური მოვლენების განვითარებით. ქვეყანას პოლიტიკური შურისძიების გრძელი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, წარსული ხდება მტკივნეული აწმყო. ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე, და უგულავა საკვანძო პირია, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში“, - წერს ევროპარლამენტარი.

ნაჩო სანჩეს ამორი ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის წარმომადგენელია. „პროგრესული ალიანსი“ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG