Accessibility links

logo-print logo-print

ანდრეი ერმაკი: რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში არსებობს კომპრომისების შესაძლებლობები


ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა მიანიშნა, რომ არსებობს კომპრომისების საშუალება ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ომის დასრულებისთვის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი ერმაკი გუშინ დანიშნა ადმინისტრაციის უფროსად. მანამდე ის პრეზიდენტის თანაშემწე იყო.

ერმაკმა 12 თებერვალს კიევში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზელენსკის გუნდი გააგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მიმართულ მცდელობებს. 2014 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთი რეგიონი სეპარატისტების ხელში იმყოფება.

ერმაკის დანიშვნამ ზოგს გაუჩინა შიში, რომ კიევმა შეიძლება შეარბილოს რუსეთის მიმართ პოზიცია, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის დათბობის ფონზე.

ერმაკი საკვანძო ფიგურა იყო ახლახან მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეებისა და პატიმრების გაცვლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG