Accessibility links

logo-print logo-print

აშშ დააბრუნებს მგზავრებს საკარანტინო რეჟიმში მყოფი გემიდან Diamond Princess


აშშ აცხადებს, რომ იაპონიაში თვითმფრინავს გაგზავნის საიმისოდ, რომ დააბრუნოს ამერიკელი მგზავრები, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში მყოფ სამგზავრო გემზე, სახელად Diamond Princess.

აშშ-ის საელჩომ ტოკიოში 15 თებერვალს თქვა, რომ ჩარტერული რეისი 16 თებერვალს ჩავა. საელჩო აცხადებს, რომ მაქსიმალური სიფრთხილის მიზნით, აშშ-ის მოქალაქეები შინ გააგრძელებენ დაკვირვების ქვეშ ყოფნას.

მგზავრებს აშშ-ში დაბრუნების შემდეგ კიდევ 14 დღის განმავლობაში მოუწევთ კარანტინში, დაკვირვების ქვეს ყოფნა. თუ ისინი ჩარტერული რეისით ახლა არ დაბრუნდებიან, შესაძლოა, "გარკვეული დროით" აღარ მიეცეთ შინ წასვლის საშუალებაო, აცხადებს საელჩო.

საკრუიზო გემი საკარანტინო რეჟიმში იმყოფება მას შემდეგ, რაც 3 თებერვალს ჩავიდა იაპონიის პორტ იოკოჰამაში, რადგან მამაკაცს, რომელიც ამ გემიდან ჰონგ-კონგში ჩავიდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

გემზე იმყოფება 3700-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. ვირუსი აღმოაჩნდა კიდევ 67 ადამიანს, - იუწყება იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო შაბათს, რაც მთელ რიცხვს 285-მდე ზრდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG